“რაც უფრო ახლოს მიჰქონდა დეიზის თავისი სპეტაკი სახე გეტსბისთან,მით უფრო ჩქარა უცემდა ვაჟს გული.დარწმუნებული იყო,თუ აკოცებდა ასულს,ენით უთქმელ ხილვებს სამარადისოდ დაუკავშირებდა მის მილეულ სუნთქვას,სამუდამოდ გაუქარწყლდებოდა აზრის ღვთაებრივი ქროლვის უნარი.ამიტომ არ ჩქარობდა.ერთხანს უსმინა ვარსკვლავის სხივზე აწკრიალებულ კამერტონს და ბოლოს აკოცა.როგორც კი ბაგე შეახო ასულს,იგი მის წინაშე ყვავილივით გადაიშალა და ოცნებამ ხორცი შეისხა.”